ჯანდაცვა
კორონავირუსის 3824 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
stopcov.ge -ს მონაცემებით საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 824 ადამიანს დაუდასტურდა, 3 851 კი გამოჯანმრთელდა.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 100 684 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 81 783-ს შეადგენს. გარდაიცვალა 33 მოქალაქე. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

| Print |
FaceBook Twitter Google