ჯანდაცვა
კახეთის კოვიდკლინიკებში მხოლოდ 7 პაციენტის მიღება შეუძლიათ
კახეთის რეგიონში ამ დროისთვის სამი კოვიდ კლინიკა ფუნქციონირებს, საგარეჯოში "ჯეო-ჰოსპიტალსი", ლაგოდეხში "არქიმედე" და თელავის ცენტრალური საავადმყოფო.

თელავის რეფერალური საავადმყოფო კი ჰიბრიდულია, რაც იმას ნიშნავს, რომ კოვიდპაციენტებთან ერთად სხვა პაციენტებსაც იღებს.

როგორც speqtri.ge-ს საგარეჯოს საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, დავით ჯიქიამ განუცხადა, მათ 59 კოვიდპაციენტის მკურნალობა შეუძლიათ, თუმცა ამ დროისთვის 52 საწოლი უკვე დაკავებულია.

ლაგოდეხის სტაციონარში 40 ადგილია და საწოლფონდი უკვე ამოიწურა. ხელმძღვანელის, ნუკრი ლომინაძის განცხადებით, დაინფიცირებული პაციენტების ნახევარი მძიმე მდგომარეობაშია.

რაც შეეხება თელავის ცენტრალურ საავადმყოფოს, მათ 48 საწოლი აქვთ და აქაც ყველა დაკავებულია. როგორც ჩვენთან საუბარში ხელმძღვანელმა, ზურა საჩიშვილმა განაცხადა, საწოლფონდი გაფართოვდება და კვირის ბოლოსთვის კლინიკას ერთდროულად 80 პაციენტის მიღება შეეძლება. მისივე თქმით, კლინიკაში ხუთი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტია, რომელთაც ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია სჭირდებათ.

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში 21 კოვიდ ადგილია, თუმცა პაციენტების სიმრავლის გამო საწოლები დაამატეს და ამ დროისთვის 26 ადამიანი მკურნალობს, ხელმძღვანელის ხათუნა ჭონიაშვილის განცხადებით, საავადმყოფოს მეტი პაციენტების მიღება ფიზიკურად აღარ შეუძლია.

როგორც აღმოჩნდა, ამ დორისთვის, კახეთის რეგიონში თავისუფალი საწოლები მხოლოდ საგარეჯოს ჯეო-ჰოსპიტალსს აქვს, სადაც მხოლოდ შვიდი თავისუფალი ადგილია.

არადა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ორი დღის წინ აცხადებდა, რომ საქართველოში დღეს მობილიზებული საწოლფონდით შეიძლება მომსახურება გაეწიოს საქართველოს მოსახლეობაზე ორჯერ დიდ ქვეყანას.

„ჩვენ გავაკეთეთ ანალიზი იმის შესახებ, რა კატეგორიის პაციენტები არიან კლინიკებში განთავსებულნი. ასევე გავაკეთეთ ანალიზი იმასთან დაკავშირებით, რამდენად სწორად გვაქვს დაგეგმილი საწოლფონდის მობილიზაცია მისი ხარისხობრივი პროპორციით. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში დღეს მობილიზებული საწოლფონდით შეიძლება მომსახურება გაეწიოს საქართველოს მოსახლეობაზე ორჯერ დიდ ქვეყანას.

აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი არის ისევ და ისევ საწოლფონდის სწორად მართვა, როგორც ასაკობრივ ჭრილში, ასევე იმ ქრონიკული დაავადებების გათვალისწინებით, რომელიც შეიძლება პაციენტს ჰქონდეს თანმხლებად, რაც შეიძლება განსაზღვრავდეს მის, როგორც რისკის მქონე პაციენტის სტატუსს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, დღეს კახეთის რეგიონში კორონავირუსის 214 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა, - ამის
შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული
შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, განაცხადა.
11:26 / 20.01.2021
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის
უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ბოლო 24 საათში
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 469 ადამიანს დაუდასტურდა, 1 792 კი
გამოჯანმრთელდა.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 469 ადამიანს დაუდასტურდა, 1 792 კი გამოჯანმრთელდა.
11:13 / 20.01.2021
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში
კიდევ 15 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კიდევ 15 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
11:56 / 19.01.2021
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის კიდევ 1 550 ახალი
შემთხვევა გამოვლინდა, 494 კი გამოჯანმრთელდა.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის კიდევ 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 494 კი გამოჯანმრთელდა.
11:25 / 19.01.2021
სამართალი
პროკურატურამ, მკვლელობის ფაქტზე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე, ვანო ზანდარაშვილი შემთხვევის ადგილზე ბრალდებულის სახით დააკავა.
11:02 / 26-12-2020
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ექიმი ზურაბ საჩიშვილი მოკლეს.
10:27 / 26-12-2020
მოსახლეობაში არის მოლოდინი, რომ ამნისტია გაფართოვდეს. ჩვენ დაგვჭირდება, დავსვათ კითხვა, ხომ არ მივცეთ შეღავათი იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ გრძელვადიანი სასჯელი- ამის შესახებ თეა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
15:37 / 21-12-2020
ეკონომიკა
ქალაქ გურჯაანში სანაპიროს ქუჩაზე ახალი მინისტადიონის მოწყობა მიმდინარეობს. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, სამუშაოებისთვის 70 ათას ლარამდე დაიხარჯება.
13:46 / 18-12-2020
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი 17 მილიონ 300 ათასი ლარით განისაზღვრა. აქედან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 4 მილიონ 340 ათასი ლარი დაიხარჯება.
11:54 / 16-12-2020
სხვა ამბები
არ ვფიქრობ, რომ ეს ჩიხური მდგომარეობაა, ჩემი აზრით რესურსი მოლაპარაკებებისთვის არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
12:53 / 22-12-2020
განათლების მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში პედაგოგებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები გაიზრდება.
12:29 / 22-12-2020
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ახალი შინაარსის მუხლის ასახვა იგეგმება. რომლის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მხოლოდ ის პარტია მიიღებს, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს.
16:03 / 21-12-2020
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დირექტორების ნაწილს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოეწურა. როგორც საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, დალი მინდიაშვილმა speqtri.ge-სთან საუბარში განაცხადა, ახალი დირექტორების დასანიშნად განათლების სამინისტრო კონკურსს გამოაცხადებს.
16:27 / 09-12-2020
საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემულ 27 ნოემბრის დადგენილებით,წამყვანის და მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად პედაგოგები ერთნაირ გამოცდას ჩააბარებენ.
12:51 / 08-12-2020
ანონსი
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
17:13 / 20-01-2021
ტესტი
20 ივნისს "საქართველოს ხმად" აღიარებული ჰამლეტ გონაშვილის დაბადების დღეა.  სახალხო მოლექსე და  ქართველთა მიერ „საქართველოს ხმად“ აღიარებული მომღერალი 1928 წელს სიღნაღის რაიონში დაიბადა.
10:49 / 20-06-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.9977
USD
USD
1
3.2982
GBP
GBP
1
4.5222
TRY
TRY
1
0.4433
RUB
RUB
100
4.4864
ამინდი
გურჯაანი -7 / 3 °C
img
საგარეჯო -4 / 2 °C
img
დ.წყარო -12 / -5 °C
img
სიღნაღი -11 / -2 °C
img
ლაგოდეხი -13 / -4 °C
img
ყვარელი -7 / 3 °C
img
თელავი -3 / 3 °C
img
ახმეტა -3 / 3 °C
img
კალენდარი
«« იანვარი 2021 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.