ჯანდაცვა
კორონავირუსით კიდევ 3 801 ადამიანი დაინფიცირდა
StopCov.ge - ს მონაცემებით, დღეს საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 801 ადამიანს დაუდასტურდა, 3 200 კი გამოჯანმრთელდა.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 118 690 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 98 781-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1124 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 2071 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6145 პაციენტი. კოვიდ სასტუმროში 3 723 ადამიანი იმყოფება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

| Print |
FaceBook Twitter Google