Stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4780
ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 3 489 პაციენტი.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის
123,470 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა
102,270-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1,161 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 2,114 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ
6,251 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში 3,863 ადამიანი იმყოფება.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26
თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა
ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
მასალის გამოყენების პირობები