უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის
უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავასგანცხადებით, საქართველოში
კორონავირუსი კიდევ 3 759 ადამიანს დაუდასტურდა, 3 574 კი
გამოჯანმრთელდა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 139 343
შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 117 560-ს
შეადგენს. გარდაიცვალა 1303 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 1 978
მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6 366 პაციენტი.
კოვიდ-სასტუმროში 3 708 ადამიანი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები