ჯანდაცვა
თუ პირბადის ტარების მაჩვენებელს ავიყვანთ 95%-ზე, შეიძლება ახალ შემთხვევათა რიცხვი გავანახევროთ- ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ პირბადის ტარების მაჩვენებელს მაქსიმუმზე ავიყვანთ, თვის ბოლომდე შესაძლებელი იქნება ახალ შემთხვევათა რიცხვი განახევრდეს.

მან კიდევ ერთხელ მიმართა მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად დაიცვან ის რეკომენდაციები, რაც დადგენილია ამ სამი კვირის განმავლობაში.
„კიდევ ერთხელ მივმართავ მოსახლეობას და გთხოვთ, რომ ამ შეზღუდვების პირობებში, მაქსიმალურად გავაფართოვოთ გამოვლენის მაჩვენებელი, თუ ყველა შევასრულებთ იმ რეკომენდაციებს, რაც დადგენილია ამ სამი კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით პირბადის ტარების მაჩვენებელს გავზრდით, რომელიც უკვე 65%-მდე გაიზარდა, მაგრამ თუ ამ მაჩვენებელს ავიყვანთ მაქსიმუმზე, 95%-ზე, ამ თვის ბოლოს ჩვენ შეიძლება ახალ შემთხვევათა რიცხვი მართლაც სერიოზულად გავანახევროთ და სერიოზული ტენდენცია შეიქმნას ქვეყანაში კლების, ხოლო აპრილისთვის დღიური მაჩვენებელი ჩამოვიდეს 200-ის ფარგლებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 501 ადამიანს დაუდასტურდა, 3 988 კი გამოჯანმრთელდა.

| Print |
FaceBook Twitter Google