ჯანდაცვა
სად კეთდება სწრაფი ტესტირება გურჯაანში
გურჯაანში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, სწრაფი ტესტირების პროგრამა ამოქმედდა. სწრაფი ტესტი უფასოა და მისი გაკეთება მოქალაქეებს ჯეოჰოსპიტალსის საავადმყოფოში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში და კახეთი-იონში შეუძლიათ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექიმი ეპიდემიოლოგის, ეკა ბურდიაშვილის განმარტებით, პროგრამის მიზანია ინფიცირებული პაციენტის დროული გამოვლენა.
„მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დღეში უნდა გაკეთდეს სამასი ტესტი. ჯეოჰოსპიტალსში, საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და კახეთი იონში. აქამდე სამიზნე ჯგუფი იყო სიცხიანი პაციენტი, რომელიც ექიმის რეფერალით მოდიოდა. ვინაიდან ქვეყანაში ამოქმედდა ინტენსიური ტესტირების პროგრამა, მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მოქალაქისთვის ორი თვის განმავლობაში. ეს არის სწრაფი ტესტი და პასუხი 15-20 წუთშია ცნობილი. ამჟამად, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც გრძნობს, რომ აქვს რაიმე რესპირატორული სიმპტომი, შეუძლია მოვიდეს და მიიღოს აღნიშნული სერვისი, რომლის მიზანია, ინფიცირებულების მაქსიმალურად გამოვლინება, ასევე მათი თვითიზოლაციაში დროულად გადაყვანა. ეს ყველაფერი საპრევენციო ღონისძიებაა იმისათის, რომ კოვიდინფექცია არ გავრცელდეს ქვეყანაში.“

ეკა ბურდიაშვილის განმარტებით, მოქალაქეთა მომართვიანობა გაზრდილია. ცნობისთვის, პროგრამა ორ დეკემბერს ამოქმედდა და ორი თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

| Print |
FaceBook Twitter Google