ჯანდაცვა
საქართველოში 1 123 მძიმე კოვიდინფიცირებულია
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, კოვიდინფიცირების 4 673 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 1 729 თბილისში გამოვლინდა.

მისივე თქმით, დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 673 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება: თბილისში გამოვლენილია 1 729 შემთხვევა, აჭარაში - 339, იმერეთში - 673, ქვემო ქართლში - 419, შიდა ქართლში - 354, გურიაში - 126, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 388, კახეთში - 384, მცხეთა-მთიანეთში - 109, სამცხე-ჯავახეთში - 111, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 41.   

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 26 655. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 123. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 425 პირი. 759 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, 16 067 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 186 ადამიანი.

სულ 6 ოქტომბრიდან - 7 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-20 064 პირი. თვითიზოლაციაში იმყოფება 51 709 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google