ჯანდაცვა
ამ ეტაპზე ექიმების დეფიციტი არ არის- ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ამ ეტაპზე ექიმების დეფიციტი არ არის და ის მოცულობა, რომლის გამტარობაც ხდება დღეს კოვიდინფიცირებულების, ექიმები სრულად ფარავენ.

მისივე  თქმით, ექიმების დეფიციტი საქართველოში პანდემიამდეც იყო.
„ექიმების დეფიციტი საქართველოში პანდემიამდეც იყო და ამ დეფიციტს ჩვენ ვერც 6 თვეში და ვერც ერთ წელიწადში ვერ დავძლევთ, ვინაიდან ექიმების მომზადებასა და გადამზადებას ესაჭიროება მრავალი წელი, სულ მცირე 5-დან 12 წლამდე და ეს გასათვალისწინებელია. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ რიგებს აკლდება გმირი ექიმები. ჩვენ ყველა ღონისძიებას მივმართავთ იმისთვის, რომ როგორც ადგილზე ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მოხდეს ყველანაირი ხელშეწყობა იმის, რომ გატარდეს პრევენციული ღონისძიებები და მოხდეს ექიმების მინიმალური დაზიანება“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google