ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4734 ადამიანი დაინფიცირდა
StopCov.ge -ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4734 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა, 3895.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 174383 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 145287 შეადგენს. გარდაიცვალა 1614 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 1126 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6900 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში - 3689 ადამიანი იმყოფება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

| Print |
FaceBook Twitter Google