ჯანდაცვა
კორონავირუსის 1337 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, დღეს საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 337 ადამიანს დაუდასტურდა, 3 498 კი გამოჯანმრთელდა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 191 063 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 161 681-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 839 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 1010 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6869 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში - 3077 ადამიანი იმყოფება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

| Print |
FaceBook Twitter Google