ჯანდაცვა
კორონავირუსის კიდევ 3837 შემთხვევა დაფიქსირდა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, დღეს საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 837ადამიანს დაუდასტურდა, 3 105 კი გამოჯანმრთელდა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 194 900 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 164 786-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 883 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 969 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6710 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში - 2734 ადამიანი იმყოფება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.



| Print |
FaceBook Twitter Google