ჯანდაცვა
საქართველოში კიდევ 31 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, 24 საათის განმავლობაში საქართველოში 31 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 2981 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2001 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1953 პირი ემსხვერპლა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google