უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის
უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, დღეს საქართველოში
კორონავირუსი კიდევ 3 064 ადამიანს დაუდასტურდა, 3740 კი
გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 212 526 შემთხვევაა
დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 188 408-ს შეადგენს.
გარდაიცვალა 2182 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 470 მოქალაქე,
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 358 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში
1 671 ადამიანი იმყოფება.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26
თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა
ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
მასალის გამოყენების პირობები