ჯანდაცვა
კორონავირუსის 1972 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 1 972 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
გამოჯანმრთელდა 2 737 პირი. ჯამში ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 216 843-ს შეადგენს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 194 705-მდე გაიზარდა. მისივე თქმით, გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მთლიანად კი ვირუსს 2276 ადამიანი ემსხვერპლა.

| Print |
FaceBook Twitter Google