ჯანდაცვა
კორონავირუსის 1 881 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, დღეს საქართველოში ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 1 881 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

გამოჯანმრთელდა 1 515 პირი. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 218 724-ს.ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 196 220-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 37 ადამიანი, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 313 პირი ემსხვერპლა.

| Print |
FaceBook Twitter Google