ჯანდაცვა
კორონავირუსის 1738 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, ,ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 1 738 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
გამოჯანმრთელდა 1 494 პირი. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 225 893-ს შეადგენს, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 210 445-მდე. რაც შეეხება გარდაცვლილებს, კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. . პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 481 პირი ემსხვერპლა.

| Print |
FaceBook Twitter Google