ჯანდაცვა
საქართველოში 840 მძიმე კოვიდინფიცირებულია
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 551 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი თბილისში დაფიქსირდა.

რეგიონების მიხედვით მონაცემები ასე გამოიყურება: თბილისი 196 შემთხვევა, აჭარაში - 62, იმერეთში - 84, ქვემო ქართლში - 24, შიდა ქართლში - 14, გურიაში - 13, სამეგრელოში - ზემო სვანეთში - 48, კახეთში - 41, მცხეთა-მთიანეთში - 41, სამცხე-ჯავახეთში - 23, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 743, მძიმე პაციენტია 840 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 251ადამიანი. 722 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 6 092 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

| Print |
FaceBook Twitter Google