ჯანდაცვა
კორონავირუსით კიდევ 1857 ადამიანი დაინფიცირდა
stopcov.ge – ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 857 ადამიანს დაუდასტურდა, 993 კი გამოჯანმრთელდა.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 241 637 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 227 208-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 820 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

| Print |
FaceBook Twitter Google