ჯანდაცვა
კორონავირუსის 1618 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 1 618 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

„ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 618 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 243 255-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 403 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 227 611-მდე“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google