ჯანდაცვა
საქართველოში კიდევ 21 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში 21 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 244 612 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 228 359-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2867 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

| Print |
FaceBook Twitter Google