ჯანდაცვა
კორონავირუსით კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კიდევ 15 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 249 465 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 235 130-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 973 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

| Print |
FaceBook Twitter Google