ჯანდაცვა
კორონავირუსის 469 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 469 ადამიანს დაუდასტურდა, 1 792 კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 122 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 697 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 425 PCR ტესტით საქართველოში კორონავირუსის 249 934 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 236 922. გარდაიცვალა 2 987 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია 472, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 3 656. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 563 მოქალაქე.

| Print |
FaceBook Twitter Google