ჯანდაცვა
კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა
stopcov.ge-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში 11 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 251 071 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 238 101-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2998 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

| Print |
FaceBook Twitter Google