ჯანდაცვა
დღეში 3,000 ადამიანი უნდა ავცრათ, რომ წლის ბოლომდე 60-65% ვაქცინირებული გვყავდეს - თენგიზ ცერცვაძე
საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს და უკვე აიცრა 3,000-ზე მეტი ადამიანი, თუმცა ეს ძალიან ცოტაა, 3,000 ადამიანი ჩვენ 1 დღეში უნდა ავცრათ, რომ წლის ბოლომდე 60-65% ვაქცინირებული გვყავდეს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„დღეისთვის სულ დარეგისტრირებულია 5,000 ექიმი, რაც ძალიან ცოტაა, ამიტომ ჩვენ მივმართავთ, მე პირადად მივმართავ, რომ ვაქცინა არის უსაფრთხო. ის ფაქტი, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ მისი გამოყენება დროებით შეაჩერა, დაივიწყეთ, რადგან გაკეთდა სპეციალური დასკვნები გაეროს სპეციალური ექსპერტების კომისიის, ევროპის წამლის სააგენტოს და ყველა ავტორიტეტული მარეგულირებლის მიერ, რომ ეს იყო ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი. არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა თრომბოემბოლიური გართულების და მით უმეტეს სიკვდილის კავშირი ვაქცინასთან. დღეს გაკეთდება ჯანმო-ს საბოლოო განცხადება, რომელსაც მერე წყალი არ გაუვა“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google