ჯანდაცვა
ვაქცინაციის გაგრძელების პროცესზე ექსპერტთა ჯგუფი დღეს იმსჯელებს
დღეს ჯანდაცვის სამინისტროში შეიკრიბება იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფი, ასევე გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას "ასტრა ზენეკას" ვაქცინაციის პროცესის შემდგომი გაგრძელებისა და ფორმატის შესახებ.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ვაქცინაციის შემდეგ სამედიცინო პერსონალს გვერდითი რეაქცია დაუფიქსირდა.

„როგორც მოგეხსენებათ, ორშაბათს ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ვაქცინირებულ პირთა რაოდენობა ამ დროისთვის 3500-ზე მეტია. დღეს 16:00 საათისთვის სამინისტროში შემოვიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აცრის შემდგომ პერიოდში სამედიცინო პერსონალს, ახალციხის „იმედის“ კლინიკაში დაუფიქსირდა გვერდითი რეაქცია, რომელიც სავარაუდოდ შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ვაქცინაციასთან. მომხდარზე დაიწყო მოკვლევა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, ახალციხეში კოვიდზე აცრილი 27 წლის ექთანი კომაში ჩავარდა, ის ამ წუთებში კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადმოჰყავს.




| Print |
FaceBook Twitter Google