ჯანდაცვა
კორონავირუსის კიდევ 422 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით ინფიცირების 422 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა .
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 277 218-ს. გამოჯანმრთელდა 158 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 269 784-მდე. გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 691 პირი ემსხვერპლა.

| Print |
FaceBook Twitter Google