კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 122 მილიონს გადააჭარბა
20 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების 122
898 689 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 99 047 812 პაციენტი
გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 713 580 გარდაიცვალა.
ინფიცირების ყველაზე მეტი, 30 425 787 შემთხვევა აშშ–ში ფიქსირდება,
ქვეყანაში 554 104 ადამიანი გარდაიცვალა, 22 610 325 კი
გამოჯანმრთელდა.
აშშ– შემდეგ, ვირუსის ყველაზე მაღალი გავრცელება ბრაზილიაშია, აქ
კოვიდის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 11 877 009 –მდე
გაიზარდა. ვირუსი დაამარცხა 10 383 460 პაციენტმა, ხოლო 290 525
გარდაიცვალა.
მესამე ადგილზე ინდოეთია, აქ ინფიცირებულთა რიცხვმა 11 მილიონს
გადააჭარბა. გამოჯანმრთელებულთა რაოდნეობის მაღალი მაჩვენებლია 11 107
332 მილიონს, ვირუსს ქვეყანაში 159 594 პირი ემსხვერპლა. 4–4 მილიონზე
მეტი დაინფიცირდა, რუსეთში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში.
რუსეთში დღემდე 4 437 938 პირი დაინფიცირდა, 4 049 373 პაციენტი
გამოჯანმრთელდა, 94 267 გარდაიცვალა.
რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, კოვიდინფიცირების 4 285 684 შემთხვევა
დადასტურდა, აქედან ვირუსი 3 621 493–მა პირმა დაამრცხა, გარდაიცვალა
126 026. დიდი
ბრიტანეთი ერთ–ერთი პირველია სადაც ვირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე საფრანგეთში COVI-19-ის 4 181 607
შემთხვევა გამოვლინდა, მათგან covid-19-ის დამარცხება 278 263–მა
პაციენტმა შეძლო, ხოლო 91 679 გარდაიცვალა.
3 მილიონს გადასცდა ინფიცირებულთა რაოდენობა ესპანეთსა და იტალიაში .
საქართველოში დილის მონაცმებით, კორნავირუსის ინფიცირების 276 796
შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 269 626 პაციენტი გამოჯანმრთელდა,
ხოლო 3 683 გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები