ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსზე 3674 ადამიანი აიცრა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის ვაქცინაციისთვის 5 250 ბენეფიციარი დარეგისტრირდა.

უწყების ინფორმაციით, 20 მარტის მონაცემებით, „ასტრაზენეკას” წარმოებული ვაქცინით, სამედიცინო სფეროში დასაქმებული 3 674 ადამიანი აიცრა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 277 218 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 269 784, გარდაიცვალა 3 691 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google