ჯანდაცვა
კოვიდინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 450 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 237 კვლავ თბილისში დაფიქსირდა.
რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 29, იმერეთი - 51, ქვემო ქართლი - 48, შიდა ქართლი - 22, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 34, კახეთი - 11, მცხეთა-მთიანეთი - 1, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 958, საიდანაც: 1 463 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 303 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 90 პირი, 180 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 2 315 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 265 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 6 632 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google