65 წელს ზემოთ მოქალაქეებს დღეიდან საშუალება ექნებათ არჩევანი
AstraZeneca-სა და Pfizer-ს შორის გააკეთონ და რეგისტრაციაც
შესაბამისად გაიარონ. ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროგრამაში 26-მდე
მრავალპროფილური კლინიკაა ჩართული.
„გადაწყდა, რომ ორივე ვაქცინა გამოიყენება როგორც სამედიცინო
პერსონალის, ასევე 65 წელს გადაცილებული მოქალაქეების ასაცრელად.
ყველაზე ეფექტიანად ითვლება Pfizer-ი, 95%-იანი ეფექტიანობა
ახასიათებს. ორივე ვაქცინა 100%-ით იცავს მძიმე გართულებებისგან
ინფიცირებულებს და ამით ამცირებს მათი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებს და
ასევე სიკვდილიანობას, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ამავე დროს, მათ თითქმის ერთნაირად აქვთ ის გვერდითი მოვლენები, რაც
საერთოდ კოვიდ-ვაქცინებს ახასიათებს, რომლებიც შეყვანიდან 1 ან 2
დღეში გადის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, უშუალოდ Pfizer-ით აცრა სავარაუდოდ მომავალი კვირიდან
დაიწყება
მასალის გამოყენების პირობები