ჯანდაცვა
კახეთში 47 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 064 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 543 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 125, იმერეთში - 99, ქვემო ქართლში - 62, შიდა ქართლში - 25, გურიაში - 7, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 104, კახეთში - 47, მცხეთა-მთიანეთში - 17, სამცხე-ჯავახეთში - 18, რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში - 17.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.16%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.26%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.13%

| Print |
FaceBook Twitter Google