ჯანდაცვა
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 210 კოვიდინფიცირებული იმყოფება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 832 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 457 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 66, იმერეთი - 67, ქვემო ქართლი - 65, შიდა ქართლი - 28, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 70, კახეთი - 35, მცხეთა-მთიანეთი - 13, სამცხე-ჯავახეთი - 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 371, საიდანაც: 3 435 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 729 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 210 პირი. 619 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 7 317 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 27 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 16 939 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google