ჯანდაცვა
ეპიდსიტუაცია ძალიან მძიმეა - თამარ გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება მძიმდება და ბოლო ორ კვირაში, კოვიდინფიცირების შემთხვევებმა იმატა.

„ეპიდსიტუაცია ძალიან მძიმეა და აყენებს განსაკუთრებულ რისკებს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზოგადად, საზოგადოების სოციალური და ნებისმიერი სხვა პროცესის განვითარების კუთხით. გუშინდელი შემთხვევების რაოდენობა 1 800-ს აღემატება. ეს, გარკვეულწილად, ჯამური მაჩვენებელია, თუმცა, მაინც მიუთითებს, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, შემთხვევების განსაკუთრებულ გააქტიურებაზე“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 377 811 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 359 939, გარდაიცვალა 5 468 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google