ჯანდაცვა
ბავშვებში კოვიდ-19-ის გავრცელების მაღალი მაჩვენებელია - თამარ გაბუნია
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში კოვიდ-19-ის გავრცელების გააქტიურების ტენდენციაა. მისი თქმით, გავრცელების მაღალი მაჩვენებელი განსაკუთრებით ბავშვებშია.

როგორც მან განმარტა, გასული ორი სამი-დღის განმავლობაში საჭირო გახდა პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება:
„თბილისში მობილიზებული 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომელიც ეპიდემიის მეორე, მესამე ტალღის განმავლობაში იყო პრაქტიკულად დაუტვირთავი, უკვე გადატვირთულია და ჩვენ მოგვიხდა კიდევ დამატებითი საწოლების მობილიზება პედიატრიული პაციენტებისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ ინფექციის გავრცელების კუთხით რისკები იზრდება და ამდენად ამ შემთხვევაში მთავარი გადაწყვეტა ისევ და ისევ არის ვაქცინაციის პროგრამა“, - განაცხადა მან.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით დაავადებული 11 პაციენტი გარდაიცვალა.

| Print |
FaceBook Twitter Google