ჯანდაცვა
საქართველოში უახლოეს დღეებში „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა უახლოეს დღეებში შემოვა.

„დღეს ქვეყანაში არის უკვე მობილიზებული მილიონამდე დოზა „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინის, ორივე ვაქცინის ეფექტურობა ძალიან მაღალია ჰოსპიტალიზაციის და ლეტალობის თავიდან აცილების კუთხით.

ასევე, უახლოეს დღეებში შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინა და მოსახლეობას ექნება საშუალება იმისი, რომ „ფაიზერის“ ვაქცინით ჩაიტაროს ვაქცინაცია, თუ კი მისთვის ეს არჩევანი უპირატესია, მაგრამ დღეს არსებული ყველა ის ვაქცინა, რომელიც გვაქვს – „სინოფარმი“, „სინოვაკი“ და „ასტრაზენეკა“ არის დადასტურებული ეფექტურობის და ახლა, თითოეული დღის დაკარგვა ნამდვილად კრიტიკულია, შემთხვევების რაოდენობა იმატებს. ამდენად მინდა მოვუწოდო მოსახლეობას აქტიური ჩართულობისთვის ვაქცინაციის პროგრამაში, რაც მიმდინარეობს მთელი ქვეყნის მასშტაბით“.- განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google