ჯანდაცვა
დელტა შტამი უფრო ადვილად აზიანებს ჩვენს მომავალ თაობებს, განსაკუთრებით - ბავშვებს- ამირან გამყრელიძე
დელტა შტამი უფრო ადვილად აზიანებს ჩვენს მომავალ თაობებს, განსაკუთრებით - ბავშვებს. არის ბავშვების ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა.
ამის შესახებ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„სამწუხაროდ, კოვიდინფიცირების მაჩვენებელი უარესდება. მესამე ტალღის პიკი მაისის შუა რიცხვებში, 17 მაისს გვქონდა, შემდეგ, ყველა მაჩვენებლით, ქვემოთ წამოვედით, 25 ივნისამდე, დადებითობის, ინციდენტობის მაჩვენებელი ქვემოთ მოდიოდა და 25-26 ივნისიდან, კვლავ ზესვლა დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება - მეტი ინტენსივობით ცირკულირებს კორონავირუსული ინფექცია. ამიტომ, ყველა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა, რაც შეიძლება, გადავავადოთ და შევაკავოთ ქვეყანაში მეოთხე ტალღის განვითარება. ახალ ველოსიპედს ვერავინ მოიგონებს, ამისთვის არსებობს რამდენიმე მიდგომა - მეტი ადამიანი უნდა აიცრას, უნდა გავაფართოვოთ ტესტირება. გასულ კვირაში ე.წ. ინდური, დელტა შტამით ინფიცირების 27 შემთხვევა გვქონდა. პროგნოზით, აგვისტოს შუა რიცხვებისთვის, ეს შტამი ევროპაში ჩაანაცვლებს ბრიტანულს. დელტა შტამი უფრო ადვილად აზიანებს ჩვენს მომავალ თაობებს, განსაკუთრებით - ბავშვებს. არის ბავშვების ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა, ბავშვთა საავადმყოფოებში იზრდება საწოლების დატვირთვა“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google