ჯანდაცვა
პედაგოგების აცრისთვის აგვისტო უნდა გამოვიყენოთ - თამარ გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სექტემბერში სასწავლო პროცესის სკოლებში განახლებისთვის აუცილებელია მასწავლებლების მასობრივი ვაქცინაცია. ამისთვის კი აგვისტოს გამოიყენებენ.

„წინ გვაქვს მთელი აგვისტო და ეს თვე უნდა გამოვიყენეოთ მაქსიმალურად ეფექტურად სკოლის პერსონალის აცრისთვის, რომ ბავშვებს დახვდეთ უსაფრთხო ეპიდემიოლოგიური გარემო. განათლების სამინისტრო ეფექტურად მუშაობს სკოლებთან იმისთვის, რომ გამოიკვეთოს მასწავლებლების და სხვა თანამშრომლების ჯგუფები ვისაც აქვს ვაქცინაციის სურვილი. მათ ხელი უნდა შევუწყოთ რომ დროზე დარეგისტრიდნენ და მიიღონ ვაქცინა. ვისაც არ აქვს სურვილი მათთვის მეტი საინფორმაციო მუშაობა ჩატარდება, რომ ეს გადაწყვტილება მარტივად მიღონ“, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google