ჯანდაცვა
კორონავირუსის კიდევ 2 261 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Stopcov.ge- ს მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 261 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 410 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 395 621 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 369 483, გარდაიცვალა 5 636 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google