ჯანდაცვა
კახეთში კიდევ 126 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 261 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი- 1246 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 238, იმერეთში - 173, ქვემო ქართლში - 119, შიდა ქართლში - 123, გურიაში - 43, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 100, კახეთში - 126, მცხეთა-მთიანეთში -50, სამცხე-ჯავახეთში - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში - 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 476 საიდანაც: 4 662 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათგან მძიმე პაციენტია 906 პირი, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 199 პაციენტი. 1 501 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 14 313 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 10. სულ 6 ოქტომბრიდან - 21 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 972 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 057 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 219, პირი, აჭარაში - 2 141, იმერეთში - 1 514. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 395 621 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 369 483 გამოჯანმრთელდა, 5 636 კი გარდაიცვალა.

| Print |
FaceBook Twitter Google