ჯანდაცვა
ფაიზერით ვაქცინაცია კახეთშიც იქნება შესაძლებელი
კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ფაიზერით აცრას, კახეთის მოსახლეობაც შეძლებს.რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები, ვაქცინის მისაღებად, უკვე მზად არიან.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, შესაბამისმა სამედიცინო პერსონალმა, ტრენინგები უკვე გაიარა.

” ჩვენი მაცივრები უკვე მომზადებული და პერსონალიც გადამზადებულია. აქამდე რეგიონში, ფაიზერი ჯერ არ გაკეთებულა, ჩვენთან პირველად შემოვა. ვაქცინას უახლოეს დღეებში ველოდებით, როგორც კი საქართველოში შემოვა, ჩამოვიტანთ და გადავანაწილებთ. ყველა დანარჩენი ვაქცინა, კახეთში პრობლემის გარეშე კეთდება. დარწმუნებული ვარ, არც ფაიზერის მართვა გაგვიჭირდება” _-განაცხადა ხიზანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, კახეთში 15 მარტს დაიწყო.

| Print |
FaceBook Twitter Google