ჯანდაცვა
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თითოეული ადამიანის სახლის კარამდე მივიტანოთ ვაქცინა- ეკატერინე ტიკარაძე
ძალიან ემოციური საღამოა ჩვენთვის, ყველასთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის მთავრობას. ეს არის პანდემიის მართვის პერიოდში ნამდვილად უპრეცედენტო, ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, ამერიკის მიერ გადმოცემული pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზის დახვედრის შემდეგ განაცხადა.

„პანდემიის მართვის პერიოდში არაერთი დახმარება მიგვიღია ამერიკის მთავრობისგან, რისთვისაც ასევე მადლობა მინდა გადავუხადო მათ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხი დააფასებს ამ დახმარებას და შესაბამისი მოქმედებებითა და ღონისძიებებით ჩვენ ყველა აქტიურად ჩავერთვებით ვაქცინაციის მასობრივ კამპანიაში. რა თქმა უნდა ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი, თავის მხრივ უზრუნველყოფს ყველა იმ პირობას, რაც საჭიროა იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის სახლის კარამდე მივიტანოთ ვაქცინა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ელჩს კიდევ ერთხელ“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის მიერ ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია.

| Print |
FaceBook Twitter Google