ჯანდაცვა
საქართველოში "დელტა პლიუსის" 10-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი - პაატა იმნაძე
საქართველოში კოვიდ-19-ის “დელტა პლიუსის” 10-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ “დღის კურიერში” განაცხადა.

პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში აქტიური შემთხვევების 80 % სწორედ “დელტა” შტამს უკავშირდება.
“ის, რასაც დაიჭერთ ლაბორატორიულად, “დელტა პლიუსი” 10-ზე მეტია, რაც შეეხება “დელტა” ვარიანტს, თბილისში და ბათუმში თითქმის სულ ყველა დელტაა, საქართველოზე თუ გადავიანგარიშებთ, 80 %-მდე სულ ყველგან დელტაა.” – თქვა იმნაძემ.

მისივე თქმით, “დელტა პლიუსი” ე.წ. “დელტა” შტამისგან ერთი მუტაციით განსხვავდება. შეგახსენებთ, ამ დრომდე ქვეყანაში დელტა პლიუსის 2 შემთხვევა იყო გამოვლენილი, რამდენიმე დღის წინ დაავადებათა კონტროლის ცდენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ აღნიშნული ვარიანტი “დელტა” შტამის ქვეშტამია.

| Print |
FaceBook Twitter Google