ჯანდაცვა
პირველი საველე ჰოსპიტალი მზად არის პაციენტების მისაღებად - ეკატერინე ტიკარაძე
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დიღმის საველე ჰოსპიტალი დღეიდან მზად არის იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს კორონავირუსული ინფექციით დაავადებული პაციენტები.

„თუმცა, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, არა საველე პირობებში გადმოვინაცვლოთ, არამედ დავრჩეთ ჰოსპიტალურ სექტორში და ყველა პაციენტმა მიიღოს ოპტიმალურად მომსახურება ჰოსპიტალურ სექტორში, ვინაიდან, ზუსტად ვიაზრებ, თუ რამხელა ემოციურ სტრესს წარმოადგენს ეს პაციენტისთვის, ვინაიდან საქართველოში მსგავსი ფორმატის ჰოსპიტალი არასდროს გაშლილი არ ყოფილა იმ საომარ პირობებშიც კი, რომელიც საქართველოს არაერთხელ ჰქონია“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google