ჯანდაცვა
12 წლის და ზემოთ ასაკის მოზარდების აცრას სავარაუდოდ შემოდგომიდან დავიწყებთ- ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ძლიერი მარეგულირებლების რეკომენდაციის შემდეგ შეძლებს საქართველო 12 წელზე ზემოთ ასაკის მოზარდების აცრას. მისი ვარაუდით, ეს შემოდგომაზე იქნება შესაძლებელი.
„ვადასტურებ, რომ ეს მსჯელობა მიმდინარეობს, როგორც იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტში, ისე საკოორდინაციო საბჭოზე. ჩვენ ამ თვალსაზრისით ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას, სადაც იგივე იხილება. ბევრმა ქვეყანამ აცრა დაიწყო თავისი მარეგულირებლების დასკვის საფუძველზე და ცრიან 12 წლის და ზემოთ ასაკის მოზარდებს, ძირითადად „ფაიზერით“ და „მოდერნათი“. რადგან კლინიკური კვლევები ამ ასაკში ამ ვაქცინების გამოყენებასთან დაკავშირებით დიდი ხანია დასრულებულია და საკმაოდ ეფექტურია. ჩვენ ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის წამლის სააგენტოს გადაწყვეტილებებს. როგორც კი ძლიერი მარეგულირებლების გადაწყვეტილებები იქნება, ვფიქრობ, შემოდგომაზე ჩვენც დავიწყებთ, თანდათან, ამ ასაკის [მოზარდების] აცრებს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ


18 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 857 056 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 251 447 ადამიანი . 17 აგვისტოს აიცრა 25 241 პირი
ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ით დაავადებული 49 პაციენტი გარდაიცვალა. 1 აგვისტოდან ქვეყანაში კოვიდინფექციით გარდაცვლილია 700-ზე მეტი ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აცრა / მოზარდები /