ჯანდაცვა
შეზღუდვების შემოღების ალტერნატივა მხოლოდ აცრა და რეგულაციების დაცვაა - პაატა იმნაძე
საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება ძალიან რთულია, კლინიკებში არსებულ დატვირთვას მედიცინის წარმომადგენელთა რესურსი ვეღარ უძლებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ერთადერთი გამოსავალია რეგულაციების დაცვა და ვაქცინაცია, რათა ვირუსის გავრცელება შემცირდეს. ასევე, მისი თქმით, გამკაცრებული რეგულაციები შედეგს მალე გამოიღებდა, თუმცა, ვინაიდან ქვეყანა მკაცრ შეზღუდვებს ვერ გაუძლებს, მოსახლეობა უნდა აიცრას.

„სამწუხაროდ, ეპიდსიტუაცია ისევ ძალიან რთულია. შეიძლება ითქვას, რომ ინფექციის გავრცელების შესამცირებლად შეზღუდვების შემოღების ალტერნატივა მხოლოდ აცრა და რეგულაციების დაცვაა“, - აცხადებს იმნაძე.

| Print |
FaceBook Twitter Google