ჯანდაცვა
კახეთში კორონავირუსი კიდევ 386 ადამიანს დაუდასტურდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 921 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 1948 თბილისში დაფიქსირდა.
რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 739, იმერეთში - 626, ქვემო ქართლში - 254, შიდა ქართლში - 257, გურიაში - 135, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 276, კახეთში - 386, მცხეთა-მთიანეთში - 116, სამცხე-ჯავახეთში - 147, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 37.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 49 468 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 4921 შემთხვევა. ეპიდემიის განმავლობაში საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა.
დღე-ღამეში 4471-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

19 აგვისტოს დილის ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში კორონავირუსის 57 704 აქტიური შემთხვევაა. მათ შორის: სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 7133; კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 3555.

19 აგვისტოსთვის დადებითობის მაჩვენებელია: დღიური - 9.95%; ბოლო 7 დღის - 11.01%; ბოლო 14 დღის - 10.78%.

გასული დღის განმავლობაში, 18 აგვისტოს აიცრა 26 363 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 883 570 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 258 303.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 501 297 შემთხვევა. მათგან 436 977 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 6590 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google