ჯანდაცვა
როგორია ეპიდვითარება გურჯაანში
გურჯაანის მუნიციპალიტეტი წითელ ზონაშია. ეპიდვითარება ქალაქსა და სოფლებში ყოველდღიურად უარესდება.

გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმ ეპიდემიოლოგის მარინა კაპანაძის განმარტებით, კორონავირუსის შემთხვევები განსაკუთრებით ბავშვებში ფიქსირდება. ინფიცირებულები არიან როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებიც.
„გუშინ გაკეთებული 250 ტესტიდან 80 დადებითი დაფიქსირდა.ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია. მიზეზი არის ის, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ვაქცინაცია შედარებით დაბალ დონეზეა სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით. რაიონში დაიკეტა უკვე ათი ბაღი და რამდენიმე სკოლა. ეს იმას ნიშნავს რომ ბავშვებში საგანგაშო მდგომარეობაა.“

მისივე თქმით, თქმით თუ სეზონურ გრიპს თან დაერთო კოვიდის ინფექცია , პაციენტის მდგომარეობა შესაძლოა დამძიმდეს და მისი ჰოსპიტალიზაცია გახდეს საჭირო.
„როდესაც ორი ვირუსი კორონის და გრიპის ერთმანეთს ეჯახება ეს არის ტვინდემია. ამ დროს ორგანიზმში სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობს რაც გაზრდის როგორც მძიმე პაციენტების ისე გარდაცვალების რიცხვს. ასევე შესაძლებელია ამ ორი ვირუსის შეჯახებით წარმოიქმნას რაღაც ახალი შტამი. ამიტომ აუცილებელია გრიპის ვირუსით ვაქცინაცია, ეს ყველაზე აუცილებელი8ა 60 წელს გადაცილებულებისთის და ქრონიკულად დაავადებული ადამიანებისთვის.“


| Print |
FaceBook Twitter Google