ჯანდაცვა
კორონავირუსით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 212 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 649 407-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.0%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.21% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.57%. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 982 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 607 563.
კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 370 პირი ემსხვერპლა.

| Print |
FaceBook Twitter Google