ჯანდაცვა
მძიმე ნოემბერი გვექნება–ამირან გამყრელიძე
დააავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას აცრისა და რეგულაციების დაცვისაკენ მოუწოდებს.

დააავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საჭიროა მოსახლეობა აიცრას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეპიდვითარება ნოემბერში გართულდება.

"სამოქალაქო და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გავითავისოთ. სერიოზულად უარესდება სიტუაცია. ყველამ ვატაროთ პირბადე ეს ხომ არის უმარტივესად შესასრულებელი რეკომენდაცია, დავიცვათ დისტანცია და თავი ავარიდოთ ყოველგვარ დიდ შეკრებას. წავიდეთ და ავიცრათ, ერთმანეთისთვის ავიცრათ, იმიტომ რომ სხვანაირად გვექნება მძიმე ნოემბერი“, – განაცხადა გამყრელიძემ „რუსთავი 2“–ის ეთერში.

17 ოქტომბრის მონაცემებით ქვეყნაში ჩატარებულია 1 911 877 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 900 916 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.5%

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გამყრელიძე /